نبذة مختصرة : Introduction: The frequency of chronic illness today is a topical problem. The purpose of the research was to study the impact of chronic illness on the lives of the sick people. Methodology: In the framework of the study, fifteen deep interviews were conducted with the patients and their relatives. Results: The feeling of uncertainty emerges when receiving the information about the disease, the uncertainties in the stage of adaptation will change the future. Finally, the illnesses are replaced by a new way of life. ; შესავალი: დღესდღეობით ქრონიკული დაავადებების სიხშირე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ის გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. კვლევის მიზანს წამოადგენდა ქრონიკული დაავადების გავლენის შესწავლა დაავადებულების და მათი ახლობლების ცხოვრებაზე. მიზნის შესაბამისად დაისვა შემდეგი ამოცანები: 1. რამდენად ინფორმირებულები არიან დაავადებულები და გარშემომყოფები დაავადების შესახებ; 2. როგორ აღიქვამენ ისინი ავადმყოფობის სიმპტომებს; 3. რა გავლენას ახდენს დაავადება მათ ყოველდღიურ აქტივობებზე; 4. მკურნალობაზე მოტივირებულობის შესწავლა; 5. საზოგადოების მხრიდან მათი შეფასება. მეთოდოლოგია: კვლევის ფარგლებში ჩატარდა თხუთმეტი სიღრმისეული ინტერვიუ დაავადებულებთან და მათ ახლობლებთან. საკვლევ ინსტრუმენტს წარმოადგენდა ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ. შედეგები: კვლევამ შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოავლინა: დაავადების შესახებ ინფორმაციის მიღებისას ყალიბდება გაურკვევლობის გრძნობა, დაავადებასთან ადაპტაციის ეტაპზე კი გაურკვევლობას ცვლის გაკვირვება, მომავლის, იმ რეჟიმის შიში, რომლითაც დარჩენილი ცხოვრების გავლა მოუწევთ და სირცხვილის გრძნობა, რაც კომუნიკაციის ბარიერს წარმოადგენს. საზოგადოება მათდამი სტერეოტიპებით, ხშირად სიბრალულით არის განწყობილი. საბოლოოდ დაავადებულები ეგუებიან ცხოვრების ახალ წესს, უფრო მარტივად ვიდრე ახლობლები და მოტივაცია მკურნალობაზე მაღალია. მომავალზე ფიქრსა და დაგეგმვაში დაავადება არ წარმოადგენს დაბრკოლებას და ხედავენ საკუთარ თავს როგორც რეალიზებულ ადამიანს.
No Comments.